ჩვენს შესახებ

  აუდიტორული კომპანია “პაპიაშვილი კონსალტინგ ჯგუფი“ წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე აუდიტორული კომპანიების ქსელის „Kreston International“-ის წევრს და წარმომადგენელს საქართველოში. „Kreston International“-ი მსოფლიოში სიდიდით 13-ე საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების გაერთიანებაა,. იგი დაფუძნებულია 1971 წელს და წარმოდგენილია 105 ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 მომსახურების ხარისხი ჩვენი ქსელის საქმიანობის ქვაკუთხედია. ჩვენ გაგვაჩნია აუდიტისა და ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურების საკუთარი მეთოდოლოგია, რაც გამოიყენება ჩვენი ქსელის წევრი კომპანიების მიერ მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ხარისხის კონტროლი ხორციელდება, როგორც ჩვენს მიერ ასევე ცენტრალიზებულად ჩვენი ქსელის სათაო ოფისის მიერ, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტის (ISQC1) საფუძველზე წინასწარ დამტკიცებული მანუალური სახელმძღვანელოს მიხედვით.

   კომპანია ეწევა მომსახურებას საქართველოში საგადასახადო აუდიტის, ფინანსური ანგარიშგების აუდიტისსაგადასახადო ქონსალტინგის, ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურების, საგადასახადო დავებისა და ქონების შეფასების სფეროში და იგი ერთერთი მოწინავეა ადგილობრივ კომპანიათა შორის. ჩვენი სათაო ოფისი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისის ცენტრალურ უბანში და ემსახურება კლიენტებს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი კომპანია რამოდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს შემოსავლების სამსახურთან ე.წ. ალტერნატიული აუდიტის პროექტის ფარგლებში და მინიჭებული აქვს B კატეგორია.

   ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღლი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით, რომელთაც თეორიულ ცოდნასთან ერთად უდიდესი პრაქტიკული გამოცდილებაც გააჩნიათ აუდიტის სფეროში. გუნდს ხელმძღვანელობს მოცემული დარგის პრაქტიკოსი აუდიტორი და საგადასახადო კანონმდებლობლობის ლექტორი: დავით პაპიაშვილი - აუდიტორად მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით.