მომსახურება

  ჩვენი კომპანია კლიენტებს სთავაზობს აუდიტისა და ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურების საკმაოდ ფართო სპექტრს, რაც გულისხმობს შედეგი ტიპის სერვისებს:

 

  • გასული პერიოდების საინიციატივო საგადასახადო აუდიტი 
  • გასული პერიოდების ალტერნატიული აუდიტი
  • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
  • მიმდინარე პერიოდის საგადასახადო დეკლარაციებისა და ფინანსური ანგარიშგების მონიტორინგი
  • კონსალტინგი საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებზე
  • მიმდინარე პერიოდების ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების მომსახურება
  • გასული პერიოდების არ არსებული/არასრული ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა
  • საგადასახადო დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვა
  • საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვა
  • უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება
  • ბიზნესის შეფასება
  • ტრეინინგები საგადასახადო კანონმდებლობაში და აუდიტში

 

გასული პერიოდების საგადასახადო აუდიტი

ჩვენ ვახორციელებთ, როგორც მიმდინარე ასევე გასული პერიოდების საგადასახადო აუდიტს, რაც მეწარმეს საშუალებას აძლევს მუდმივად წესრიგში ჰქონდეს ფინანსური და საგადასახადო დოკუმენტაცია, მომზადებული შეხვდეს საგადასახადო ორგანოების მიერ მოულოდნელად დანიშნულ შემოწმებას და თავიდან აიცილოს სხვადასხვა გაუგებრობები საგადასახადო ორგანოებთან, რაც ხშირ შემთხვევაში მრავალათასიანი ჯარიმებისა და საურავების დარიცხვით სრულდება. ჩვენი დახმარებით მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ დროულად მოახდინონ შესაძლო დარღვევების გამოვლენა, შეასრულონ საგადასახადო ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე და მშვიდად განაგრძონ საკუთარი ბიზნესის კეთება. კომპანიის აუდიტორები არიან ადამინიები, რომლებმაც დააგროვეს უდიდესი ცოდნა და გამოცდილება წარსულში საგადასახადო მაკონტროლებელ ორგანოებში და კერძო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, წარმოადგენენ საგადასახადო დაბეგვრის საქმის ექსპერტებს (ლექტორებს) და მონაწილეობენ საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში.

 

გასული პერიოდების ალტერნატიული აუდიტი - B კატეგორია

 ჩვენი კომპანია აქტიურადაა ჩართული შემოსავლების სამსახურის ალტერნატიული აუდიტის პროექტში და მინიჭებული აქვს აუდიტორული კომპანიების B კატეგორია. ამ დრომდე ჩვენს მიერ ჩატარებული იქნა მრავალი კომპანიის ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება, რასაც როგორც შემოსავლების სამსახურის ასევე ჩვენი კლიენტის მიერ საკმაოდ მაღალი შეფასებები მიეცა. ჩვენი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორულ ქსელ Kreston International-ს საქართველოში, რაც ჩვენს მიერ ჩატარებული აუდიტრული მომსახურების მაღალი ხარისხისა და ჩვენის მხრიდან შემოწმების პროცესში ობიექტური მიდგომების გარანტიაა. ეს უკანასკნელი გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი კომპანია ყოველთვის ცდილობს არ იყოს მიკერძოებული და დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია სახელმწიფო ინტერესებსა და გადასახადის გადამხდელის ინტერესებს შორის, ყოველივე ეს კი გამოიხატება ჩვენს მიერ შედგენილი ალტერნატიული აუდიტის აქტების გასაჩივრების საკმაოდ დაბალ მაჩვენებელში. მეორეს მხრივ მიუკერძოებლობასა და შემოწმების ხარისხის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე მეტყველებს შემოწმების აქტების შემოსავლების სამსახურის მერ ჩატარებული არაერთი ხარისხის კონტროლის ანგარიში, რითაც ჩვენს მიერ ჩატარებული აუდიტი მაღალ შეფასებებს იმსახურებს.

 

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი

 ჩვენ ვთავაზობთ გასული პერიოდების ფინანსური ანგარიშგების აუდიტს. აღნიშნული საშუალებას მისცემს თქვენს კომპანიას შესაბამისობაში მოიყვანოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მიიღოთ გარანტია იმისა, რომ ფინანსური ანგარიშგება უტყუარად ასახავს კომპანიის რეალურ ფინანსურ მდგომარეობას.

 

საგადასახადო დეკლარაციების/ფინანსური ანგარიშგების მონიტორინგი და კონსალტინგი საგადასახადო კანონმდებლობისა/ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებზე

 ჩვენ ვთავაზობთ საგადასახადო დეკლარაციების/ფინანსური ანგარიშგების მონიტორინგს (აუდიტორის მიერ დეკლარაციებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ე.წ. გადახედვას)  და ასევე საკუნსულტაციო მომსახურებას გადასახადებისა და ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებში. აღნიშნული პროდუქტით სარგებლობენ კომპანიები, რომლებსაც ჰყავთ საკუთარი კადრები ფინანსების დარგში (ბუღალტერი, ფინასური მენეჯერი), თუმცა აცნობიერებენ რა მათ უდიდეს პასუხისმგებლობას, სარგებლობენ ჩვენი ექსპერტების კონსულტაციებითა და დეკლარაციის პერმანენტული კონტროლის სერვისით. აღნიშნული ჩვენს კლიენტებს საშუალებას აძლევს ძალიან მოკლე დროში მიიღონ ხარისხიანი კონსულტაცია ამ საქმეში კომპეტენტური პირებისგან (აუდიტორებისგან) და დაიზღვიონ თავი მოსალოდნელი შეცდომებისგან, რასაც მომავალში შესაძლოა მძიმე შედეგები მოყვეს. მსგავსი შეცდომების ალბათობას არსებითად ზრდის საგადასახადო კანონმდებლობის სირთულე და ხშირი ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, ჩვენს ქვეყანაში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნის საკმაოდ დაბალი დონე და სხვა მრავალი ფაქტორები. ჩვენი აუდიტორები ყოველთვის მზად არიან გირჩიონ და გადაგიწყვიტონ მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემა ამ სფეროში.