ტრენინგი საგადასახადო კანონმდებლობლობაში

     kreston International-ის წევრი აუდიტორული კომპანია „პაპიაშვილი კონსალტინგ ჯგუფი“-ს ოფისში მინდინარეობს ტრენინგი საგადასახადო კანონმდებლობაში. ტრენინგს ესწრებიან პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტრების, აუდიტორების და ამ დარგის სხვა სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი. ტრენინგი მოიცავს საგადასახადო კანონმდებლობის სრულ კურსს, რა დროსაც განიხილება საგადასახადო კოდექსის (გადასახადებისა და ზოგადი ნაწილის) ყველა მუხლი, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები (ფინანსთა მინისტრის 996-ე, 994-ე ბრძანება და სხვა) და ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელოები (ე.წ. მანუალები). ტრენინგის მსვლელობისას გამოიყენება სწავლების ისეთი ფორმები როგორიცაა: ლექცია, კითხვა-პასუხი, პრაქტიკული ამოცანები (გადასახადების გაანგარიშება საგადასახადო დეკლარაციის შევსება, ალტერნატიული აუდიტის პრაქტიკული ამოცანები), დისკუსია, ღია ტიპის კითხვები, კაზუსები და სხვა.

    ტრენინგს უძღვება სხვადასხვა სასწავლებლების (ACCA, ფინანსთა სამინისტროს აკადემია, შსს აკადემია და სხვა) ლექტორი საგადასახადო კანონმდებლობაში დავით პაპიაშვილი. „პაპიაშვილი კონსალტინგ ჯგუფი“ რამოდენიმე წელია, რაც წარმატებით ახორციელებს საგადასახადო კანონმდებლობის სასერთიფიკატო პროგრამას, რის ფარგლებშიც ჩატარებული იქნა მრავალი ტრენინგი სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფის მსმენელთათვის.  მორიგი ტრენინგის დაწყება 2013 წლის დეკემბრის 15 რიცხვიდან არის დაგეგმილი.