საქართველოში მსოფლიოს მსხვილი აუდიტორული ქსელი შემოვიდა

     საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი  აუდიტორული ქსელი შემოვიდა.  უმსხვილესი აუდიტორული კომპანიების ქსელის Kreston International-ის წევრი ქართული აუდიტორული კომპანია „პაპიაშვილი კონსალტინგ ჯგუფი" გახდა. Kreston International-ი წარმოადგენს სიდიდით 13-ე საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების გაერთიანებას. იგი დაფუძნებულია  1971 წელს და წარმოდგენილია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. „პაპიაშვილი კონსალტინგ ჯგუფი" ქართული აუდიტორული კომპანიების ბაზარზე 2010 წლიდან მუშაობს.

 მომზადებულია commersant.ge-ზე დაყრდნობით.